პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“
პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანია ვეფხისტყაოსნის, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის, პოპულარიზება და სკოლებში მისი სწავლა-სწავლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
ამ მიზნით 2024 წელს მასწავლებლის ჯილდო გამოავლენს და საზოგადოებას წარუდგენს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების გამორჩეული პრაქტიკის მქონე ლიტერატურის მასწავლებლებს, რომლებიც აქტიურად რთავენ მოსწავლეებს სწავლების პროცესში, აყვარებენ მათ ამ ნაწარმოებს და ეხმარებიან მის გააზრებაში.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო პრემიის მფლობელ პედაგოგებს წარუდგენს და გააცნობს საზოგადოებას და უზრუნველყოფს გამორჩეული პრაქტიკების გავრცელებას მასწავლებელთა ფართო წრეებში.
შერჩევის პროცესი:
პირველი ეტაპი: ტექნიკური გადარჩევა
მეორე ეტაპი: ჟიურის მიერ აპლიკაციების შეფასება
მესამე ეტაპი: ფინალისტების გამოვლენა
მეოთხე ეტაპი: გამარჯვებულების გამოვლენა
კონკურსის ეტაპები:
აპლიკაციების მიღება: 25 აპრილი – 25 მაისი, 2024
აპლიკაციების გადარჩევა: 25 მაისი – 25 ივნისი, 2024
შემდეგ ეტაპზე გადასული აპლიკანტების დასახელება: 30 ივნისი, 2024
პრემიის მფლობელთა დაჯილდოება: 5 ოქტომბერი (მასწავლებლის ეროვნული ჯიდლოს გადაცემის ცერემონიაზე)