აპლიკაციების შერჩევა იწარმოებს შემდეგი კრიტერიუმებით:
- ვეფხისტყაოსნის სწავლა-სწავლების ინოვაციური პრაქტიკა
წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკა უნდა იყოს ცხადი, აღწერადი და განმეორებადი.
პრაქტიკის ინოვაციურობა შესაძლოა უკავშირდებოდეს ვეფხისტყაოსნის სწავლების ორიგინალურ, აქტუალურ და საინტერესო მიზნების/საკითხების გამოვლენას ან/და სწავლა-სწავლების გამორჩეულ მეთოდოლოგიას.
იმავდროულად, შეფასებისას ყურადღება მიექცევა, რამდენად წარმოდგენილი მიზნები/საკითხები მიმართულია ნაწარმოების არსის წვდომასა და გააზრებაზე და ეფუძნება ლიტერატურული ტექსტის სწავლების ჩარჩო პრინციპებს.
სწავლების მეთოდოლოგიის ნაწილის გაცნობისას, ასევე, აქცენტი გაკეთდება, რამდენად ითვალისწინებს იგი აქტიური სწავლების მიდგომებს, მოსწავლეთა სწავლის განსხვავებულ სტილებსა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს.
- სასწავლო შედეგები და მოსწავლეთა ჩართულობა
აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმობს წარმოდგენილი პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელების შედეგებს, რაც შესაძლოა აისახებოდეს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე, ნაწარმოების არსის წვდომაზე და მათ პიროვნულ განვითარებაზე. ვეფხისტყაოსნის, როგორც ლიტერატურული გამორჩეული ტექსტის უკეთ გააზრებაზე, სწავლის მოტივაციის ზრდაზე, სასწავლო პროცესში ჩართულობაზე.
- ვეფხისტყაოსნის სწავლა-სწავლების კრიტიკული რეფლექსია
აღნიშნული კრიტერიუმი გულისხმოს, რამდენად მასწავლებელი იაზრებს და წარმოაჩენს, როგორც საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის, ასევე ვეფხისტყაოსნის სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული კონტექსტის, როგორც ძლიერ მხარეებს, ასევე, შეზღუდვებს, სირთულეებსა თუ გამოწვევებს და ავლენს საკუთარი პედაგოგიური მიდგომების შემდგომი განვითარების მზაობას.